ბაკურიანი
ზაფხულის ალმურმოდებული ქალაქებიდან გამოღწეულებს გრილი და მწვანე ბაკურიანი გელოდებათ!
ბაკურიანი მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა (2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის მწვერვალები მოჩანს.
ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია.
საღამოობით აქ სასიამოვნოდ გრილა და, ხანდახან, ცივა კიდეც. და ეს მაშინ, როცა დაბლა, ბარად, ზაფხულის აუტანელი სიცხის გამო ხალხი შეწუხებულია.
ადით კოხტაგორაზე საბაგირო გზით. კოხტადან თქვენს თვალწინ კავკასიონის ქედი გადაიშლება. ფერთა ფესტივალი, ცისფერი სივრცე და მთების ჯაჭვი – შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – იხილეთ ბაკურიანის ეს საოცრება მოწმენდილ ამინდში!
ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარებაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ).
ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოსი 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი
ბაკურიანი იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.
ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.
სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
აბასთუმანი აბასთუმანი — დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობსმესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში,ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები. IX-X საუკუნეებში მას “ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX საუკუნიდან — “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთასაგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზ.დ. 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
- აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
- XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
- ეკლესია “ახალი ზარზმა” (1899-1902).
- "თამარის ციხე" (IX‐XI სს.)
- ,,მელნისის ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
- "თამარის ხიდი" მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
- სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
- ,,მახვილოს ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
- ეკლესია (XIX საუკუნე)
კურორტი [რედაქტირება]
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი,გიორგი დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.
ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტიბაკურიანი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები:ცემი, წაღვერი, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრეს ციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
აქართველო რომ კურორტების ნაკლებობას არ განიცდის, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრი მათგანის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის რთული საქმეა და დიდ დროს საჭიროებს. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით და დღეს, თქვენს ყურადღებას ბორჯომზე შევაჩერებთ. რაჭა რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისადა მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარისონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
რაჭას ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას რაჭის ქედიესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოსშემადგენლობაში შევიდა.
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
XV-XVII საუკუნეების რაჭის სამეფოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფისალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო.
ბათუმი
ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.).
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურისნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.
ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.
ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.
ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში — 7,1 °C, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.
ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.
No comments:
Post a Comment